მის გამბია ფატო იალოუ ყოფილ პრეზიდენტს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც 23 წლის გოგო იხსენებს, სექსუალური ძალადობა 2015 წელს მოხდა. იაია ჯამე მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი იყო. გამბიის ყოფილი პირველი პირი ბრალდებას უარყოფს.
ახალგაზრდა ქალი ითხოვს, 54 წლის ჯამე სასამართლოს წინაშე წარდგეს და კანონის შესაბამისად დაისაჯოს.