ორაგული აზიურად

ორაგული აზიურად

ინგრედიენტები

ორაგულის ფილე - 4 ცალი

სალათი რუკოლა - გასაფორმებლად

თაფლი - 3 ს/კ

მუქი სოიოს სოუსი - 200 მლ

დიჟონის მდოგვი, მარცვლოვანი - 1,5 ს/კ

მომზადების წესები

სოიოს სოუსში აურიეთ თაფლი და მდოგვი.

მოათავსეთ ორაგულის ფილე პერგამენტდაფენილ გამოსაცხობ ფირფიტაზე (თუ კანიანი ფილეა, დადეთ კანით დაბლა), მოასხით სოიოს სოუსი და მოათვსეთ 180-190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთით.

სუფრასთან მიიტანეთ რუკოლას სალათის ფოთლებთან ერთად, მოასხით გამოცხობის შემდეგ დარჩენილი წვენი პირდაპირ გამოსაცხობი ფირფიტიდან.