ყაზახეთში საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქებების სერია მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შემთხვევა ქალაქ არისთან ახლოს დღეს დილით მოხდა. ინციდენტის გამო იმ ოლქში, სადაც საწყობი მდებარეობს, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამასთან, ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.