გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განმარტავს, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები და მათი ოჯახის ათი ათასობით წევრი, რომელიც ერაყსა და სირიაშია დაკავებული მათ სახელმწიფოებს უნდა გადაეცეს ან გაათავისუფლონ. ამის შესახებ BBC წერს.
ადამიანის უფლებადამცველმა მაიკლ ბაჩელეტმა მოუწოდა ქვეყნებს საკუთარ მოქალაქეებზე პასუხისმგებლობა აიღონ თუ მათ ბრალი არ აქვთ წარდგენილი.
უამრავმა ქვეყანამ თავიანთი მოქალაქეების უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადა.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია 55 ათას ადამიანზე, მათ შორის არიან უცხოელებიც.
2019 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სრულად განადგურდა.