ინგრედიენტები
ხახვი - 2
სოკო - 400 გ
წიწიბურა - 1 ჭიქა
მოხარშული კვერცხი - 3
მარილი
მომზადების წესები
წიწიბურა მოხარშეთ ჩვეულებრივად, ორმაგი რაოდენობის წყალში. დაჭრილი ხახვი და სოკო მოშუშეთ ტაფაზე. კვერცხი გახეხეთ.
მზა წიწიბურას შეურიეთ კვერცხი და მოშუშული ბოსტნეული, მოაყარეთ მარილიც. თუ გსურთ, მოაყარეთ მწვანილიც.
გემოვნებით შეგიძლიათ დაამატოთ სხვა ბოსტნეულიც: ბროკოლი, სტაფილო და ა.შ.