ალუბლის ღვეზელი

ალუბლის ღვეზელი

ინგრედიენტები

სოდა - 1/2 ჩ.კ

სახამებელი - 30 გ

ფქვილი - 300 გ

ლიმონის ცედრა - 2 ს.კ

რძე - 6 ს.კ

შაქარი - 135 გ

ხაჭო - 150 გ

ალუბალი, გაყინული ან ცოცხალი - 800 გ

კვერცხი - 1

მომზადების წესები

ალუბალს კურკა გამოვაცალოთ და გამოშვებულ წვენთან ერთად გადავიტანოთ ქვაბში. დავამატოთ შაქარი და 5 წუთი ვადუღოთ. სახამაბელი გავხსნათ 3 ს.კ ცივ წყალში და ჩავამატოთ ალუბალს. წამოვადუღოთ და გავაციოთ.

ხაჭო, 75 გ შაქარი, რძე, 1 ლიმონის ცედრა ერთმანეთს შევურიოთ, დავაცრათ ფქვილი და სოდა, მოვზილოთ ცომი.

ცომი ოთხკუთხედად გავაბრტყელოთ, წავუსვათ ალუბლის მასა და რულეტივით გადავახვიოთ. დავჭრათ 5 სმ სიგანის ნაჭრებად და გადავიტანოთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში, ერთმანეთთან ახლოს.

ზემოდან ატქვეილი კვერცხი გადავუსვათ და გამოვაცხოთ 175 გრადუსზე.