ჯემიანი ფუნთუშები ჩაისთვის

ჯემიანი ფუნთუშები ჩაისთვის

ინგრედიენტები

ვანილი

კვერცხი - 3

მარილი - 1/2 ჩ.კ

ზეთი - 1/2 ჭიქა

გამაფხვიერებელი - 2 ჩ.კ

შაქარი - 3/4 ჭიქა

ფქვილი - 4 ჭიქა

ჟოლოს ჯემი

ნიგოზი

ქიშმიში

დარიჩინი და შაქარი მოსაყრელად

მომზადების წესები

აურიეთ ფქვილი, მარილი, შაქარი და გამაფხვიერებელი. შემდეგ შეურიეთ ზეთი, ვანილი და კვერცხი. მოზილეთ ცომი და შედეთ მაცივარში 1 საათი.

ცომი გაყავით 4 ნაწილად, გააბრტყელეთ და გადაუსვით ჯემი, მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი,  ქიშმიში და რულეტივით გადაახვიეთ. დაჭერით ულუფებად და დაალაგეთ ქაღალდჩაფენილ ტაფაზე. ზემოდან მოაყარეთ შაქრისა და დარიჩინის ნარევი, გამოაცხეთ 25 წუთი 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.