ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ქვეყნის პრემიერმინისტრის, ანდრეი ბაბიშის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. ის ევროკავშირის მიერ გამოყოფილ სუბსიდიებთან დაკავშირებით თაღლითობაშია ეჭვმიტანილი.
აქციის ორგანიზატორების თქმით, პროტესტში არანაკლებ 250 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ეს აქციები 1989 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ ყველაზე მასშტაბურად მიიჩნევა.
მილიარდერი ბაბიში ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი და პოპულისტური „უკმაყოფილო მოქალაქეთა პარტიის“ დამფუძნებელია. 2017 წლის 20 და 21 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებშიბაბიშის პარტიამ პირველი ადგილი დაიკავა ხმათა თითქმის 30%-ით, წარსულში ქვეყნის ყველაზე მსხვილმა "სოციალ-დემოკრატების" პარტიამ კი ხმების მხოლოდ 7% მიიღო.