სტამბოლის მერის არჩევნები თურქეთში ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდა და მმართველმა პარტიამ ამ ქალაქზე კონტროლი დაკარგა. ამის შესახებ BBC წერს.
ოპოზიციონერ ეკრემ იმამოღლუს ხმების 54% აქვს. მისი ოპონენტი, ყოფილი პრემიერი ბინალი ილდირიმი შეშოფოთებულია, პრეზიდენტმა ერდოღანმა კი იმამოღლუს გამარჯვება მიულოცა.
სტამბოლში მერის არჩევნები მეორედ ჩატარდა. ამის მიზეზი ისააა, რომ ერდოღანი 31 მარტის არჩევნების მეორედ ჩატარების მომხრე იყო, რადგან მისი თქმით, ხმის მიცემის პროცესი დანაშაულებრივი ქმედებების ფონზე ჩატარდა.
თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქალაქ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმა. არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა ეკრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა, რომელმაც ეს პოსტი 17 აპრილს ოფიციალურად დაიკავა.