საპროტესტო აქციები მოსკოვსა და პეტერბურგში ისევ დაკავებებით დასრულდა. ამის შესახებ BBC წერს.
პოლიციამ წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენიმე დემონსტრანტი გადაიყვანა. მიტინგზე მისული აქტივისტები პოლიტიკურ რეპრესიებს აპროტესტებდნენ და სისხლის სამართლის საქმეების გაყალბების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
გარდა ამისა, აქტივისტები სამართალდამცავი სისტემის რეფორმირებასაც მოითხოვდნენ. ისმოდა ლოზუნგებიც: „პუტინი უზურპატორია“, "საზოგადოება სამართლიანობას მოითხოვს".
მიტინგი სახალხო მოძრაობა "გაზაფხულის“ ორგანიზებით გაიმართა.