საფრანგეთში რეკორდულ სიცხეს ელოდებიან. როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, ჰაერის ტემპერატრა 40 გრადუსს მიაღწევს. ამის შესახებ BBC წერს.
განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა ემუქრება დედაქალაქ პარიზს, სადაც შადრევნები უკვე ჩართეს და სეზონისთვის ემზადებიან.
საფრანგეთის გარდა, რეკორდულ სიცხეს ელოდებიან გერმანიაში, ბელგიასა და შვეიცარიაშიც.
2003 წლის აგვისტოში საფრანგეთში ძლიერმა სიცხემ თითქმის 15,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.