ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტ ელისაბედ ჟან კეროლი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ BBC წერს.
ამავე ინფორმაციით, ძალადობა 90-იან წლებში გასახდელ ოთახში მოხდა. თეთრი სახლის ლიდერი ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ის ქალმა თავისი ახალი წიგნის გაყიდვების გაზრდის მიზნით მოიგონა.
უფრო მეტიც, ტრამპი ამბობს, რომ ელისაბედ ჟან კეროლს არასდროს შეხვედრია.