ბრიტანელი ტერორისტის მშობლებს შვილისთვის £223 გაგზავნის გამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოძიების მიხედვით, როდესაც "ჯიჰადი ჯეკი" სირიაში იყო, მას მშობლები ჯონ ლეტსი და სალი ლეინი ფინანსურად ეხმარებოდნენ, რაც სასამართლომ ტერორიზმის დაფინანსებად მიიჩნია. თუმცა, თანხის სიმცირის გამო მძიმე სასჯელს გადაურჩნენ.
58 წლის კაცი და 57 წლის ქალი თავს უდანაშაულოდ ცნობენ და ამბობენ, რომ მათ ადგილზე ნებისმიერი მშობელი ასე მოიქცეოდა. წყვილს ციხეში 1 წლის გატარება მოუწევს.
ჯეკ ლეტსი იგივე "ჯიჰადი ჯეკი" სირიაში 2014 წელს წავიდა. მანამდე შეიცვალა რელიგია და მიიღო ისლამი, ხოლო ურანის წასაკითხად არაბული ენის შესწავლა დაიწყო. ის 2017 წელს დააკავეს და ახლა ციხეშია.