უბედური შემთხვევა მოხდა ინდოეთში. ქვეყნის მთიან ნაწილში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. დაღუპულია სულ ცოტა 44 ადამიანი. ამის შესახებ BBC წერს.
ავტობუსში 60-ზე მეტი ადამიანი იყო. მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია. დაწყებულია გამოძიება.
ინდოეთში წლის განმავლობაში საშუალოდ 11,000 ადამიანი იღუპება ავარიით.