ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა. ცრემლსადენი გაზის გარდა, სხვა რა დაზიანებები აქვთ დაშავებულებს, ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ ინფორმაცია არ აქვს.
ზუსტად 23:58 წუთზე პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო. სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. პროცესი უმართავი მას შემდეგ გახდა, რაც აქციის მონაწილეები შეეცადნენ პარლამენტის შენობაში შესვლას.
სამართალდამცველები და მოქალაქეები ერთმანეთს რამდენიმეჯერ დაუპირისპირდნენ. მათ შორის იყო ხელჩართული ჩხუბი. მოქალაქეთა ნაწილი რკინის ჯებირებით ცდილობდა სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რომლებიც მათი მისამართით კვლავ ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებსა და ხელკეტებს იყენებდნენ.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეები შადრევნებიდან წყალს აგროვებდა და ბოთლებით სპეცრაზმს უშენდნენ. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ რუთაველზე სპეცრაზმის კოლონა გამოჩნდა და აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის მანქანებით დაშალეს.
აღსანიშნავია, რომ რუსთაველის შენობასთან შეკრებილებს პოლიციის კორდონის გარღვევას და საკანონმდებლო ორგანოში შეჭრისკენ მოუწოდებდნენ ირაკლი ორქუაშვილი და გუბაზ სანიკიძე, თუმცა მანამდე, მომიტინგეებს პარლამენშტი შევარდნისკენ მოუწოდა „ნაციონალური მოძრობის“ წევრმა ნიკა მელიამ.
აღსანიშნავია, რომ შს მიისტრმა აქციის დაშლამდე რამდენიმე საათით ადრე მოუწოდა პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ კანონდარღვევა და ძალადობა. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებდა კანონით გათვალისწინებულ ზომებს. განცხადებიდან რამდენიმე საათში აქციის დაშლა დაიწყო.
როგორც შსს–ში აცხადებენ, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, რომელმაც მიიღო ძალადობრივი ხასიათი. შესაბამისად, როგორც გიორგი გახარიას უწყებაში აცხადებენ, პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და პოლიციელთა ჯანმრთელობის დაზიანების და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს მასობრივი არეულობის მოწყობისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას. სამართალდარღვევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტრო მოახდენს რეაგირებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მოთხოვნისა და განვითარებული მოვლენების მიუხედავად პრემიერის მრჩეველი აცხადებს, რომ არავინ არ გადადგება. მისი თქმით, ყველა წავა ციხეში, ვინც დაარღვევს კანონს.
„მიმდინარეობს თუ არა რაიმე სახის მოლაპარაკებები, არ ვიცი, მე ერთი რამ ვიცი, რომ ხალხის სამართლიანი პროტეტესტის გამოყენება სცადეს პროვოკატორმა „ნაციონალებმა“ არეულობისთვის. გპირდებით, ყველა პასუხს აგებს კანონის წინაშე, ამის გარანტიას გაძლევთ. ვინც კანონს დაარღვევს, ყველა წავა ციხეში, არანაირი არეულობა არ მოხდება, კიდევ ერთხელ არ ავარევინებთ ქვეყანას და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პოლიციას, რომელიც აბსოლუტურად კანონის ფარგლებში მოქმედებს და იცავს წესრიგს“, – განცხადა სოზარ სუბარმა.
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, რომლის შეფასებით, ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩვა და შიდა დაპირისპირება სხვას არავის აწყობს, თუ არა რუსეთს და დღესაც მისი ყველაზე კარგად გამოცდილი იარაღია.
„დროა, სახელმწიფომ რეაგირება მოახდინოს ყველა დარღვევაზე, წესრიგი დაამყაროს და საშუალება არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს, მოსკოვის გეგმები გაატარონ. სრულიად მიუღებელია, რომ გარედან უცხო ქვეყნის მოქალაქე „თავის შექმნილ“ (ეს რა სახელმწიფოებრივი მიდგომაა?) პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდეს და ასეთი ანტიკონსტიტუციური მოწოდება საზოგადოებრივი არხით ვრცელდებოდეს!“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებით ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტში განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, რადგანაც ყველას აწუხებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა.
„სამწუხაროდ, პარლამენტის შენობის წინ გამართულმა აქციამ ახლა უკვე მკვეთრი ფორმები შეიძინა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ კეთილგონიერება და ნუ აყვებიან ემოციურ ფონს.
აუცილებელია შექმნილი მდგომარეობის გაანალიზება, შეფასება და სწორი ნაბიჯების გადადგმა. მივმართავთ პარტიებს, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა, მივმართავთ ჟურნალისტებს, დიპლომატიურ კორპუსს, მოსახლეობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა სიტუაციამ უმართავი სახე არ მიიღოს და ქვეყანა არ დადგეს საერთო დიდი საფრთხის წინაშე. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
აქციის მონაწილეების მხრიდან კანოდარღვევაზე საუბრობს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას განცხადებით, საზოგადოების პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია.
„შევახსენებ აქციის მონაწილეებს, რომ აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს! მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გადაიდგას ადეკვატური ნაბიჯები და დროულად გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები, რათა ჩაცხრეს ემოციური ფონი და თავიდან იქნეს არიდებული დაპირისპირება“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.
საიას თავმჯდომარის სულხან სალაძეს განცხადებით, პარლამენტის წინ გულწრფელმა ადამიანებმა გამოხატეს პროტესტი, თუმცა მეორე მხრივ, პარლამენტში შესვლის მცდელობასა და პოლიციელებისთვის ინვენტარის წართმევას თუ ბოთლების სროლას გამართლება არ აქვს.
„ცხადია, პარლამენტის წინ პროტესტი აბსოლუტურად გულწრფელი ადამიანების პროტესტი იყო, მაგრამ რაც ვნახეთ, ერთგვარი მცდელობა პარლამენტში შესვლის, აბსოლუტურად არანაირი გამართლება არ აქვს. პოლიციელებისთვის ინვენტარის, აღჭურვილობის წართმევის მცდელობა, ან გნებავთ, ცარიელი წყლის ბოთლების სროლას არანაირი გამართლება არ აქვს.
პოლიტიკოსებმა უნდა აიღონ პასუხისმგრებლობა ამ პროცესზე, რაც ახლა ხდება პარალამენტის შესასვლელთან, რუსთაველის მხრიდან და რაიმე ფორმით აქ მოვლენების ესკალაცია ან გართულება, ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ დაამძიმებს მდგომარეობას და ეს მხოლოდ ქვეყნის, საქართველოს მტრის ინტერესის სფეროში შედის“, – აღნიშნა სულხან სალაძემ.
საქართველოს პარლამეტის წინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, აშშ–ის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის საელჩო. დიპლომატიური უწყება მოუწოდებს ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში.
მიუხედავად ამისა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაზე საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი, რომლის განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმის დასასრულია ეს ყველაფერი.
„კართაგენი უნდ დაინგრეს, ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაინგრეს. ქუდზე კაცი გვჭიდება. ჯიგრიანო ქართველებო, პარტრიოტებო, ერიც, მღვდელიც, ბერიც უნდა დავდგეთ ერთად აქ. მნიშვნელობა არ აქვს ვის რა შეხედულება გაგვაჩნია. რეგიონებიდან ყველას დახმარება და ჩამოსვლა გვჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია, რომლის განცხადებით, ეს არის დაბრმავებული, უტიფარი ხელისუფლება, რომელსაც ისიც კი არ შეუძლია, რომ ფორმალური პასუხისმგებელი გაუშვას.
„ვერავის ვერ დააშინებენ ამით, ვერავის. მიიღებენ უარესს რისხვას. თუ მათ ჰგონიათ, რომ ამათ დაშლიან ხალხს, ძალიან ცდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანად იყოს ყველაფერი და ამაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.
„კაცი რომ იტყვის, დავილაპარაკოთო და ამას გააკეთებს, იმ კაცს რა უნდა უქნა, დედა უნდა მ.....ა“, – აღნიშნა გიგი უგულავამ, რომლის შეფასებით, ის რაც პარლამენტთან ხდება, მიუღებელია.
„ამის შემდეგ ივანიშვილი რას იმსახურებს, გახარია კიდევ ზემოდან, აფერისტი. კაცი რომ იტყვის, დავილაპარაკოთო და ამას გააკეთებს, იმ კაცს რა უნდა უქნა? იმ კაცს დედა უნდა მ.....ა“. ეს გადაეცით პირადად გახარიას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ახლა,სასწრაფოდ, ყველაფერი გვერდზე უნდა გადადოს გახარიამ და იმ, სპეცრაზმელების მეთაურების ტელეფონის ნომრები დადოს მაგიდაზე, ვისაც წუხელ სააკაშვილი ესაუბრა... და მერე, სადაც საჭიროა, იქ გაუშვას!
(თუ საერთოდ, ბუნებაში შედგა ეს სატელეფონო საუბარი).
-რატომ?
-იმიტომ!!!