2005 წლის შემდეგ პირველად ჩინეთის ლიდერი ჩრდილოეთ კორეას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ამის შესახებ BBC წერს.
სი ძინპინის ვიზიტის 2 ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 70 წლისთავს ეძღვნება.
მედიის ცნობით, ჩინეთის ლიდერი კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე ფხენიანის ბირთვულ პროგრამასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრებს.