ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო უპილოტო მფრინავი აპარატი ირანის კუთვნილმა რაკეტამ ჩამოაგდო. ინფორმაციას აშშ-ის წარმომადგენლობა ავრცელებს. ამის შესახებ BBC წერს.
მანამდე ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ირანის საჰაერო სივრცეში შეჭრისთვის აშშ-ის უპილოტო მფრინავი აპარატი - დრონი ჩამოაგდეს.
თავისმხრივ აშშ უარყოფს, რომ დრონი ირანის საერო სივრცეში დაფრინავდა.
მომხდარმა აშშ-სა და ირანს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა.
17 ივნისს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000 ჯარისკაცს გაგზავნის. გადაწყვეტილების მიზანი ოფიციალურ თეირანთან ურთიერთობის გამწვავება, კერძოდ კი, ომანის ყურეში ნავთობმზიდზე მომხდარი თავდასხმაა.