პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ესკორტი 83 წლის ქალს დაეჯახა. ამის შესახებ BBC წერს.
სამეფო ოჯახში აცხადებენ, რომ მომხდარის გამო შეწუხებულები არიან. მით უმეტეს, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ინციდენტისას კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ლონდონიდან უინძორისკენ მიემართებოდნენ. წყვილი აპირებს დაშავებულ ქალს ყვავილების თაიგული გაუგზავნოს.