მსოფლიოს მასშტაბით 70 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირია. ამის შესახებ BBC წერს.
აღსანიშნავია, რომ ომისა და ძალადობის გამო ყოველდღიურად საცხოვრებელ სახლს 37,000 ადამიანი ტოვებს. ამ მხრივ ლიდერი ქვეყანა სირიაა 6.7 მილიონი მიგრანტით. მას მოჰყვება ავღანეთი 2.7 მილიონით.
გაეროს ცნობით, ამ მიგრანტების დიდ ნაწილს ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე კონფლიქტებს გაქცეული ადამიანები შეადგენენ.