რომელ ქვეყნებში აღინიშნება მამის დღე და საიდან მოდის ამ დღის ისტორია

რომელ ქვეყნებში აღინიშნება მამის დღე და საიდან მოდის ამ დღის ისტორია

19 ივნისს საქართველოში მამის დღე გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით უკვე მეოთხე წელია აღინიშნება.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მამის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა თარიღია. კანადაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მამის დღე ყოველი ივნისის მესამე კვირა დღეს აღინიშნება. ამავე დღეს აღნიშნავენ მამის დღეს კატარში, არგენტინაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ინდოეთში, ირლანდიაში, მექსიკაში, პაკისტანში, სინგაპურსა და ვენესუელაში.

გერმანიაში მამის დღე აღდგომის დღესასწაულიდან მე-40 დღეს აღინიშნება, ავსტრიასა და ახალ ზელანდიაში კი სექტემბრის პირველ დღეს.

რუსეთი აგრძელებს საბჭოთა კავშირის ტრადიციას და მამის დღეს 23 თებერვალს აღნიშნავს - ეს თარიღი წითელი არმიის დაარსების დღეა.

ტაილანდში მამის დღეს 5 დეკემბერს ზეიმობენ, ეს არის მეფე ბუმიბოლის დაბადების დღე, რომელიც ერის მამად არის მიჩნეული.

ჩინეთში მამის დღე 8 აგვისტოს აღინიშნება - წლის მერვე თვის მერვე დღეს - ჩინურად "რვა" "ბა" არის, მამა კი "ბა-ბა".

ეგვიპტეში, იორდანიაში, კოსოვოში, ლიბანში, სირიაში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მამის დღე 21 ივნისს აღინიშნება, ბრაზილიაში კი მამებს პატივს წმინდა ხოაკიმის (რომელიც მამების მფარველად მიიჩნევა) ხსენების დღეს აგვისტოს მეორე კვირა დღეს მიაგებენ.

საიდან იღებს სათავეს მამის დღე?

მამის დღის აღნიშვნის შესახებ ძველი ცნობები 1508 წლით თარიღდება, ეს სწორედ ის წელია როდესაც ისტორიაში პირველად გაჩნდა ამ სახელწოდებით რაიმე ჩანაწერი და ის ევროპის ტრადიციებში ფიგურირებს.

აშშ-ში მამის დღის ისტორია კი ასეთია - სამოქალაქო ომის ვეტერანის უილიამ ჯეკ სმარტის ქალიშვილი სონორა სმართ დოგგი 16 წლის იყო როდესაც მისი მამა დაქვრივდა და მარტომ მოუწია ბავშვების აღზრდა. არსებული ინფორმაციით, 1909 წლის სონორა დედის დღესთან დაკავშირებით ქადაგებას ისმენდა, როდესაც გააცნობიერა რომ აუცილებლად უნდა აღინიშნოს მამის დღეც. ამ აზრით აღტაცებულმა სონორამ მამის დღის აღსანიშნავად პეტიცია შექმნა, რომელიც მისი მამის დაბადების დღეზე უნდა აღნიშნულიყო.

გოგომ ბევრი ეკლესიის მრევლი და ადგილობრივი კომუნა დაარწმუნა, თუმცა გადაწყდა, რომ მამის დღეს გვიან ივნისში აღნიშნავდნენ, რადგან მოსამზადებლად დრო სჭირდებოდათ. ეს დღესასწაული პირველად აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს, ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ სპოკანში აღინიშნა.

სონორა სმართ დოგგი შემდეგშიც არ აკლებდა ძალისხმევას იმას, რომ ეს დღე აშშ-ის მასშტაბით ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებულიყო. აშშ-ში ეს დღე ეროვ­ნულ დღე­სას­წა­უ­ლად გა­მო­ცხად­და 1966 წელს, პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის დროს.