თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მიგრანტთა ნავის ჩაძირვას 8 ადამიანი ემსხვერპლა. უცხოური მედია წერს, რომ მაშველებმა 31 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
გემს პრობლემები ბოდრუმის სანაპიროსთან შეექმნა. სამაშველო ოპერაციაში მყვინთავების ჯგუფი და ვერტმფრენი ჩაერთო. შედეგად 8 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ხომალდზე სულ 40 ადამიანი იყო.
რომელი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ გემზე და რამ გამოიწვია შემთხვევა, ჯერ უცნობია.