ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვია. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ვიზტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი თავის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს შეხვდება. საუბრის მთავარი თემა დონბასში მიმდინარე მოვლენები იქნება. შეხვედრის შემდეგ ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
მედიის ცნობით, ხვალ ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდება.