ჩინეთში 6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. USA Today-ის ცნობით, სტიქიამ სულ მცირე 11 ადამიანი იმსხვერპლა, 122 კი დაშავდა.
ეპიცენტრი სიჩუანის პროვინციაში იყო. პირველ ბიძგებს 5,2 მაგნიტუდის განმეორებითი რყევაც მოჰყვა. სტიქიის ზონაში დანგრეულია რამდენიმე სახლი. მობილიზებულია ჩინეთის საგანგებო სამსახურები.
სიჩუანის პროვინციაში 2008 წელს მომხდარ მიწისძვრას 90 000 ადამიანი ემსხვერპლა.