აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიცია მომდევნო კვირას დეპორტაციის მასშტაბურ პროცესს დაიწყებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, მილიონობით არალეგალი მიგრანტი სახლში დაბრუნდება „ისევე სწრაფად, როგორც ჩამოვიდნენ". ამასთან, ტრამპმა ამ პროცესში მექსიკის დადებითი როლი აღნიშნა.
გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერმა დემოკრატები გააკრიტიკა და მათ იმიგრაციულ კანონში ცვლილებების შეტანის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „ეს თუ მოხდება, სასაზღვრო კრიზისი დასრულდება", - წერს ტრამპი.