ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ულტიმატუმის შემდეგ მექსიკამ არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად რეალური ნაბიჯები გადადგა. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.
ქვეყნის ეროვნულმა გვარდიამ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია 800-მდე არალეგალი მიგრანტი, რომლებიც სატვირთო ავტომობილებით გადაჰყავდათ.
მექსიკის გავლით აშშ-ში შესვლას მიგრანტები ჰონდურასიდან, გვატემალიდან და სალვადორიდან ცდილობენ.
აშშ-სა და მექსიკას შორის გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება 8 ივნისს შედგა. კერძოდ მექსიკას ამერიკის შეერთებული შტატებისგან ტარიფების გაზრდა აღარ ემუქრება, რადგან მექსიკამ გვატემალის საზღვართან დამატებით 6,000 სამხედრო განათავსა, ასევე დადო პირობა, რომ მიიღებს "გადამწყვეტ ზომებს" ადამიანებით კონტრაბანდის ქსელების აღმოფხვრაში
.თავის მხრივ ამერიკა მზადაა თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვა დააჩქაროს.