აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნას გეგმავს

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნას გეგმავს

ომანის ყურეში, ტანკერზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნას გეგმავს, - ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, საუბარია სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტის“ გაგზავნაზე, ასევე გამანადგურებლებსა და საბრძოლო გემებზე. ამავე ინფორმაციით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნაზე დონალდ ტრამპი მრჩევლებთან ამ კვირაში იმსჯელებს.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანი ომანის ყურეში  ნავთობმზიდზე აშკარა თავდასხმაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით უკვე გამოიტანა დასკვნა, რა ტიპის იარაღი გამოიყენეს თავდასხმის დროს.

ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას იზიარებს დიდი ბრიტანეთი. უფრო მეტიც, ბრიტანეთი სპარსეთის ყურეში თავისი ხომალდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის 100 ჯარისკაცს გაგზავნის.

ცნობისთვის, ომანის ყურე ერთმანეთთან სპარსეთის ყურესა და არაბეთის ზღვას აკავშირებს.

ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2015 ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით მიღწეული შეთანხმებიდან გავიდა.