გოლანის მაღლობებზე დასახლებას „ტრამპის მაღლობები“ უწოდეს

გოლანის მაღლობებზე დასახლებას „ტრამპის მაღლობები“ უწოდეს

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გოლანის მაღლობზე ისრაელის ახალ დასახლებას საფუძველი ჩაუყარა. ამის შესახებ BBC წერს.

გოლანის მაღლობზე ისრაელის ახალი დასახლების სახელწოდება "ტრამპის მაღლობები“ იქნება, რომლის მშენებლობაც უახლოეს მომავალში დაიწყება.

23 აპრილს ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პატივსაცემად გოლანის მაღლობებზე ახალ დასახლებულ პუნქტს, მის სახელს დაარქმევს.

25 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელშიც აღიარებულია ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე.

გოლანის მაღლობებზე პრეტენზიას სირია აცხადებს. თურქეთი, რუსეთი და ირანი კი გოლანის მაღლობების ისრაელის ტერიტორიად აღიარების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას გმობენ.