ალჟირის დედაქალაქში მრავალათასიანი აქცია კიდევ ერთხელ გაიმართა. Euronews-ის ცნობით, დემონსტრანტები ქვეყნის ექსპრეზიდენტთან დაკავშირებული ყველა პოლიტიკოსის მთავრობიდან მოშორებას მოითხოვენ.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეები რადიკალურ დემოკრატიულ ცვლილებებს და მთავრობის მთლიანად შეცვლას ითხოვენ.
ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა 20-წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან 2 აპრილს გადადგა. მის გადადგომას წინ მასობრივი საპროტესტო აქციები უძღოდა. ბუტეფლიკა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ მეხუთე ვადით აპირებდა პრეზიდენტად კენჭისყრას, რასაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა.