ტრამპი დარწმუნებულია, რომ ომანის ყურეში ნავთობმზიდს ირანი დაესხა თავს

ტრამპი დარწმუნებულია, რომ ომანის ყურეში ნავთობმზიდს ირანი დაესხა თავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ომანის ყურეში ნავთობმზიდს ირანი დაესხა თავს. ამის შესახებ BBC წერს.

ოფიციალური თეირანი ამტკიცებს, რომ ამ აფეთქებასთან მათ კავშირი არ აქვთ. თუმცა, თეთრი სახლის ლიდერი ირანს უნდობლობას უცხადებს. თავის მხრივ, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც, როგორც ამტკიცებს, გადაღებულია მომენტი, თუ როგორ გააქვთ ირანელ სამხედროებს აუმოქმედებელი ნაღმი ტანკერიდან, რომელსაც ომანის ყურეში შეუტიეს.

გაეროში აცხადებენ, რომ საკითხი დეტალურად უნდა შეისწავლონ, ხოლო რუსეთი მსოფლიოს ნაადრევი დასკვნის გამოტანისგან თავის შეკავებას სთხოვს.

ომანის ყურეში ორი ნავთობმზიდის შეჯახების შემდეგ სამაშველო სამსახურებმა ეკიპაჟის ათობით წევრის სიცოცხლე გადაარჩინეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტანკერზე ცეცხლი გაჩნდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. ერთი თვის წინ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ნავთობით დატვირთული 4 ტანკერი შეეჯახა ერთმანეთს.

ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2015 ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით მიღწეული შეთანხმებიდან გავიდა.