საფრანგეთში ნოტრ-დამის რესტავრაციისთვის ფრანგ მილიარდერებს თანხა ჯერ არ გადაურიცხავთ. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
"მსხვილ დონორებს ამ დრომდე ცენტი არ გადაუხდიათ“, – განაცხადა ნოტრ-დამის პრესმდივანმა ანდრე ფინომ.
16 აპრილს გახდა ცნობილი, რომ 24 საათზე ნაკლებ დროში ნოტრ-დამის აღსადგენად $680 მილიონზე მეტი შეგროვდა. თავის მხრივ ფულის გადარიცხვის პირობა დადეს ფრანგმა მილიარდერებმაც. თუმცა, ამაოდ.
პარიზის ღვთიმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა. საფრანგეთის ხელისუფლება ნოტრ-დამის აღდგენას 5-წელიწადში გეგმავს.