ალბანეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრემიერმინისტრის მანქანას ქვები ესროლეს

ალბანეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრემიერმინისტრის მანქანას ქვები ესროლეს

საპროტესტი აქციები არ წყდება ალბანეთში. ხელისულფების წინააღმდეგ მოროგი დემონსტრაცია ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არეულობაში გადაიზარდა. ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა ქვეყნის პრემიერმინისტრ ედი რამას მანქანას გზა გადაუკეტეს და ქვები დაუშინეს

სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის 23 მონაწილე დააკავა. დემონსტრაცია ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის მიერ ორგანიზებული, რომელიც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებს უკვე რამდენიმე თვეა მართავს.

გასულ კვირას ალბანეთის პრეზიდენტმა პოლიტიკური დაძაბულობის განსამუხტად 30 ივნისს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები გააუქმა, რასაც მმართველი პარტია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. ოპოზიცია მთავრობას კრიმინალურ ჯგუფებთან კავშირსა და არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.

ალბანეთის პარლამენტი ქვეყნის პრეზიდენტის ილირ მეტას თანამდებობიდან გადადგომის საკითხის კენჭისყრისთვის ემზადება. ამის შესახებ Euronews-ი წერს.

ორშაბათს ქვეყნის მმართველი სოციალისტური პარტია აცხადებდა, რომ არაკონსტიტუციური იყო პრეზიდენტის მიერ მომავალი მუნიციპალური არჩევნების გაუქმება.

ილირ მეტამ თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც 30 ივნისს უნდა ჩატარებულიყო,გააუქმა. ამის მოტივად კი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა დასახელდა. მომიტინგეები სოციალისტი პრემიერმინისტრის ედი რამას გადადგომას მოითხოვდნენ. ოპოზიცია მას არჩევნების გაყალბებასა და კორუფციაში ადანაშაულებს და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

სოციალისტებს ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად კენჭისყრაზე 94 ხმა სჭირდებათ, რომელიც 140-კაციან პარლამენტში მათ არ აქვთ.