ბალტიის ზღვაში ნატოს სამხედრო წვრთნა დაიწყო

ბალტიის ზღვაში ნატოს სამხედრო წვრთნა დაიწყო

ბალტიის ზღვაში ნატოს სამხედრო წვრთნა დაიწყო. სწავლებაში 18 ქვეყნის სამხედრო ფლოტია ჩართული. ამის შესახებ VOA წერს.

მანევრები,  სახელწოდებით „ბალტოპსი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნაა ჩრდილოეთ ევროპაში. მასში მონაწილეობს 50 გემი, ორი წყალქვეშა ნავი, 36 საბრძოლო თვითმფრინავი და 8000 სამხედრო.

საყურადღებოა, რომ ევროპაში განთავსებული სამხედრო  ძალების ნაცვლად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წვრთნებში მეორე ფლოტი გაგზავნა. წვრთნები 21 ივნისამდე გაგრძელდება.