ირანი ომანის ყურეში ნავთობმზიდზე თავდასხმაზე ამერიკის შეერთებული შტატების ბრალდებას უარყოფს. ამის შესახებ BBC წერს.
ოფიციალურ თეირანში აცხადებენ, რომ ამ აფეთქებასთან მათ კავშირი არ აქვთ, უფრო მეტიც, ამბობენ, რომ ბრალდების დამამტკიცებელი საბუთები ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს.
თავის მხრივ, აშშ ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც მათი მტკიცებით ჩანს, თუ როგორ აზიანებს ირანი ტანკერებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ირანს ომანის ყურეში ნავთობმზიდზე აშკარა თავდასხმაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით უკვე გამოიტანა დასკვნა, რა ტიპის იარაღი იყო გამოყენებული თავდასხმის დროს.
ომანის ყურეში ორი ნავთობმზიდის შეჯახების შემდეგ სამაშველო სამსახურებმა ეკიპაჟის ათობით წევრის სიცოცხლე გადაარჩინეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტანკერზე ცეცხლი გაჩნდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. ერთი თვის წინ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ნავთობით დატვირთული 4 ტანკერი შეეჯახა ერთმანეთს.
ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2015 ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით მიღწეული შეთანხმებიდან გავიდა.