ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში ალჟირის ყოფილი პრემიერმინისტრი აჰმედ ოუიაჰია დააპატიმრეს. აჰმედ ოუიაჰია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის აბდელაზიზ ბუტეფლიკას ახლო მოკავშირედ ითვლება.
მან მთავრობა მარტში კორუფციასთან დაკავშირებული საქმის გამოძიების ფონზე დატოვა.
ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა 20-წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან 2 აპრილს გადადგა. მის გადადგომას წინ მასობრივი საპროტესტო აქციები უძღოდა. ბუტეფლიკა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ მეხუთე ვადით აპირებდა პრეზიდენტად კენჭისყრას, რასაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა.