ჰონგ-კონგში ​ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტს ისევ აპროტესტებენ

ჰონგ-კონგში ​ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტს ისევ აპროტესტებენ

ჰონგ-კონგში ​ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტს ისევ აპროტესტებენ. ამის შესახებ BBC წერს.

დემონსტრანტებმა სამთავრობო შენობების პიკეტირება მოახდინეს. პარლამენტი იძულებული გახდა ამ საკითხზე მსჯელობა გადაედო. ექსტრადიციის კანონში ცვლილებების მიღების შემდეგ მძიმე დანაშაულში ბრალდებულთა ჩინეთში, ტაივანსა და მაკაუში გაგზავნა შესაძლებელი გახდება.

ამ მასშტაბის საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგში 2014 წლის "ქოლგების მოძრაობის" შემდეგ არ ჩატარებულა.

ჰონგ-კონგს დიდი ბრიტანეთის კოლონიის სტატუსი 1997 წელს ჩამოერთვა და ჩინეთის შემადგენლობაში იმ პირობით შევიდა, რომ ფართო ავტონომია ექნებოდა, გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, ის დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებებს.

მაშინდელი ლიდერები საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ ჰონგ-კონგი, მაკაო და შეერთების შემთხვევაში ტაივანი, შეინარჩუნებდა პრინციპს - „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა.“