შვედეთის ჩრდილოეთით, ქალაქ მალმოში პოლიციამ ცენტრალურ სადგურში კაცს ესროლა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, სამართალდამცველებმა კაცის მისამართით მაშინ ისროლეს, როდესაც ის მუქარის შემცველ განცხადებას სკანდირებდა. საუბარია ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებაზე.
პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კაცი წინასწარი დაკავების საკანში მოათავსეს. ის უკანონო, საფრთხის შემცველი განცხადებების გავრცელებაშია ბრალდებული.