WSJ: კიმ ჩენ ინის ნახევარძმა ამერიკის დაზვერვისთვის მუშაობდა

WSJ: კიმ ჩენ ინის ნახევარძმა ამერიკის დაზვერვისთვის მუშაობდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ნახევარძმა, რომელიც მალაიზიაში მოკლეს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ინფორმატორი იყო. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.

გამოცემის წყაროს ცნობით, კიმ ჩენ ნამი მალაიზიაში CIA-ს საკონტაქტო პირს უნდა შეხვედროდა. WSJ-ი ასევე არ გამორიცხავს, რომ კიმ ჩენ ინის ნახევარძმა შეიძლება სხვა ქვეყნების დაზვერვასთანაც თანამშრომლობდა.

კიმ ჩენ ინის ძმა კუალა-ლუმპურის აეროპორტში 13 თებერვალს მოკლეს. მკვლელობის შემდეგ მალაიზიის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა.

ამერიკის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ კიმ ჩენ ნამი მომწამვლელი ნივთიერება VX-ით  მოკლეს, რომელიც ქიმიურ იარაღში გამოიყენება.