საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსთან მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 07:00 საათზე მოხდა. ინფორმაციას სააგენტო amna ავრცელებს.
ინციდენტის დროს 6 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა 58 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დაზარალებულები მიტილინის პორტში გადაიყვანეს.
გამოცემის ცნობით, რაიონში სანაპირო დაცვა პატრულირებს.