მგზავრმა თვითმფრინავში ტუალეტის კარის ნაცვლად შეცდომით საევაკუაციო კარი გახსნა

მგზავრმა თვითმფრინავში ტუალეტის კარის ნაცვლად შეცდომით საევაკუაციო კარი გახსნა

გაერთიანებული სამეფო-პაკისტანის ავიარესიზე მყოფმა მგზავრმა ასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავში ტუალეტის კარის ნაცვლად შეცდომით საევაკუაციო კარი გახსნა, რამაც მანჩესტერის აეროპორტში შეფერხება გამოიწვია.

CNN-ის ინფორმაციით, პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი მანჩესტერიდან ისლამბადში უნდა გაფრენილიყო, თუმცა ინციდენტის გამო ფრენა რამდენიმე საათით გადაიდო.

გამოცემის ცნობით, რადგანაც საევაკუაციო კარი ავტომატურად იღება თვითმფრინავიდან 40 მგზავრს მოუწია ჩასვლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.