ზელენსკის ყველა გუბერნატორის დათხოვნა უნდა

ზელენსკის ყველა გუბერნატორის დათხოვნა უნდა

უკრაინის პრეზიდენტს ყველა გუბერნატორის დათხოვნა სურს და არა 13-ის, როგორც მას უკრაინის მინისტრთა კაბინეტი სთავაზობს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანი იულია მენდელი Facebook-ის გვერდზე წერს.

„პრეზიდენტი გამოვიდა ყველა გუბერნატორის გადაყენების ინიციატივით, მაგრამ მთავრობა მხოლოდ 13 მათგანის დათხოვნას დათანხმდა. ჩვენ არ ვიცით, რა პრინციპით ხელმძღვანელობს მინისტრთა კაბინეტი და გვსურს თანამდებობიდან იქნას დათხოვნილი ყველა გუბერნატორი. მათი შემცვლელების მოძებნას ვცდილობთ, რაშიც საერთაშორისო Hღ კომპანიები და ჩვენი აქტივისტები გვეხმარებიან. “-წერს მენდელი.

გასულ კვირას უკრაინის მთავრობა მხოლოდ 13 გუბერნატორის გათავისუფლებას დათანხმდა. რამდენიმე გუბერნატორმა პოსტი ნებაყოფლობით უკვე დატოვა.