საპროტესტო აქცია ჰაიტიზე მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა

საპროტესტო აქცია ჰაიტიზე მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია ჰაიტიზე  მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა. ამის შესახებ DW წერს.

ჰაიტის დედაქალაქ პორტ ო'პრენსში ათასობით ადამიანმა ცენტრალური საავტომობილი გზები გადაკეტა და პრეზიდენტის სასახლის წინ ბარიკადები აღმართა. მათ სამართალდამცველებს ქვებიც დაუშინეს, რამდენიმე სახლს კი ცეცხლი წაუკიდეს.

პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. არეულობას, სულ მცირე, 1 ადამიანი ემსხვერპლა.

ჰაიტელების უკმაყოფილების მიზეზი პოექტ „პეტროკარიბის“ ფარგლებში თანხების მიტაცებასთან დაკავშირებული სკანდალი გახდა. აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ კორუფციულ სქემაში პრეზიდენტიცაა გარეული.