ინდოეთში 8 წლის გოგოს გაუპატიურების, წამებისა და მკვლელობისთვის 6 პირი დამნაშავედ ცნეს

ინდოეთში 8 წლის გოგოს გაუპატიურების, წამებისა და მკვლელობისთვის 6 პირი დამნაშავედ ცნეს

ინდოეთში 8 წლის მუსლიმი გოგოს გაუპატიურებაში, წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული 8 კაციდან 6 სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მსხვერპლი ბავშვი ინდოეთში მცხოვრებ მუსლიმ მომთაბარე ტომიდან იყო. ის 2018 წლის იანვარში ქალაქ კატჰუასთან მდებარე ტყეში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ეს ამბავი ინდური მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ადვოკატებმა და მემარჯვენე ჯგუფებმა საქმეზე ბრალდებული 8 ადამიანის დაკავება გააპროტესტეს. საქმეზე დაკავებულებს შორის იყო ერთ-ერთი მსჯავრდებულის შვილიც, თუმცა სასამართლომ ის გაამართლა. დანარჩენ ბრალდებულებს შორის კი არიან როგორც ყოფილი პოლიციელები, ასევე საჯარო სამსახურის თანამშრომლები და არასრულწლოვანი. მისი სასამართლო პროცესი ცალკე გაიმართება, რადგან 18 წელს მიუღწეველი პირია.

როგორც გამოძიების პროცესში ითქვა, ბრალდებულებს ბავშვის გამოყენებით სურდათ ის ტომი, რომელსაც ბავშვი წარმოადგენდა (მათ გუჯარებს უწოდებენ), დაეშინებინათ და ტერორის ქვეშ ჰყოლოდათ. როგორც მოკლული გოგოს მშობლებმა სასამართლოზე თქვეს, მათი ოჯახი კატჰუში თავს დაუცველად გრძნობს, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი ინდოელებისგან შედგება.

BBC-ის ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, ინდოეთში ყოველ 155 წუთში ერთხელ 16 წლამდე ბავშვს,  ყოველ 13 საათში ერთხელ კი 10 წლამდე ბავშვს აუპატიურებენ.

2012 წელს ინდოეთში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 8,541 შემთხვევა დაფიქსირდა, ეს მაშინ, როდესაც 2016 წელს მაჩვენებელი 19,765 იყო.

2015 წელს ინდოეთში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 10 000-ზე მეტი ბავშვი და მოზარდი გახდა.

ამასთან, ინდოეთში 240 მილიონამდე ქალმა ოჯახი 18 წლამდე შექმნა.

ბავშვებზე სექსუალური მოძალადეების 50% მსხვერპლისთვის ნაცნობები ან ოჯახისთვის ნდობით აღჭურვილი პირები არიან.