კავკასიის ომის გმირის, მეფის რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ მთიელთა ერთ-ერთი გამორჩეული სარდლის, ჰაჯი მურატის ნეშტი შესაძლოა აზერბაიჯანიდან მოიპარეს და დაღესტანში დაკრძალეს. ამ ცნობამ, რომელიც ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის, უკვე გამოიწვია სკანდალი დაღესტანში.
აზერბაიჯანის გახარის რაიონის მცხოვრელებმა (გახარის რაიონი ჩრდილოკავკასიელ ეროვნულ უმცირესობათა საცხოვრებელი ადგილია) გასულ კვირას აღმოაჩინეს, რომ ჰაჯი მურატის საფლავი დაზიანებულია, რასაც მოჰყვა აჟიოტაჟი, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ ეროვნული გმირის სხეულის ნაწილები აზერბიაჯანიდან დაღესტნელებმა უკანონოდ გაიტაცეს.
ამას ადასტურებს დაღესტანში, ჰაჯი მურატის მშობლიური სოფლის, ხუნძახის სასაფლაოზე გადაღებული ფოტოსურათიც, თუ როგორ მიაქვთ მამაკაცებს უბრალო კუბო სასაფლაოზე და მარხავენ; დაკრძალვის ცერემონიას ესწრება რუსეთის პარლამენეტის ქვედა პალატის დეპუტატი ჰაჯიმურატ უმაროვი.
ჰაჯი მურატი დაღესტნისა და ჩეჩნეთის მთლიელთა გამათავსუფლებელი ბრძოლების მონაწილე, ავარიის სახანოს ერთ-ერთი მმართველი და შამილის ნაიბია, რომელიც იბრძოდა მეფის რუსეთის ჯარების წინააღმდეგ კავკასიის ომში. 1851 წელს შამილს უღლატა და რუსების მხარეზე გადავიდა, თუცმა შემდეგ გაქცევა გაადწყვიტა. იგი ჯერ კაზაკებთან ორთაბრძოლაში დაიჭრა, შემდეგ კი რუსებმა თავი მოჰკვეთეს. მოკვეთილი თავი ფეშქაშად კავკასიაში მეფინაცვალ მიხეილ ვორნცოვს მიართვეს.
ჰაჯი მურატის გვამი აზერბიაჯანის, ჩრდილოეთ გახარის რაიონში, სადაც მოკლეს, იქვე დამარხეს და ამ დრომდე იქ იყო დამარხული. მისი თავის ქალა კი დღესაც პეტერბურგის ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიულ მუზემში ინახება.
ჰაჯი მურატის შთამომავლები მისი წინაპრის სხელის ნაწილების "შეერთების" მიღწევას დიდი ხანია ცდილობენ. როგორც მისი შვილთაშვილი მაგომედრაჰიმ ჰაჯიმურატი აცხადებს, მისი ყველა წინაპარი ოცნებობდა გარდაცვლილი ჰაჯი მურატის თავის და სხეულის ნაწილების ერთად დამარხვას, ეს ოცნება კი თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
ეთნიკური ავარიელისა და რუსეთის წინაამდეგ მებრძოლი ლეგედარული სამხედრო მეთაურის სახელი უკვდავყო თავის რომანში რუსმა კლასიკომა ლევ ტოლსტოიმ. რომანი „ჰაჯი მურატი“ დაიწერა 1896-1904 წლებში. პირველად კი 1912 წელს გამოქვეყნდა.
გავრცელებელი ცნობით, კავკასიელი მეამბოხის ნეშტის გადასვენების საკითხზე დიდი ხანია მსჯელობენ კრემლშიც. როგორც ლევ ტოლსტოის შვილთაშვილი, პუტინის მრჩეველი კულტურის საკითხებში ვლადიმერ ტოლსტოი აცხადებს, კრემლის კომისიაში თითქმის შეთნახმდნენ, რომ თავის ქალა დაღესტანში უნდა გაიგზავნოს.
ოფიციალურ ბაქოს ჯერ-ჯრობით ნეშტის გატაცებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. ვარაუდის დონეზე კი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოლნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ფატიმატ ტახანაევა აცხადებს, რომ ჰაჯი მურატის ნეშტის ნაცვლად დაღესტანში შეიძლება გადასვენებულია იმ ორ მეომარიდან ერთ-ერთის ნეშტი, რომელებსაც ჰაჯი მურატთან ერთად თავი მოჰკვეთეს.