ბრიტანეთის პრემიერმინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატი მაიკლ გოუვი წარსულში ნარკოტიკული საშუალებების მიღებას ადასტურებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
როგორც ბრიტანელმა პოლიტიკოსმა გაიხსენა, ის კოკაინს ახალზრდობაში იღებდა. "ეს შეცდომა იყო. ძალიან ვნანობ. ნეტავ არ გამეკეთებინა ის რასაც ვაკეთებდი,"- თქვა მან.
ტერეზა მეის შემცველი კონსერვატორებმა ივლისის შუა რიცხვებამდე უნდა აირჩიონ. ამ პოსტისთვის 11 პოლიტიკოსი იბრძოლებს. ექპერტების შეფასებით, მათგან ყველაზე დიდი შანსი ლონდონის ექს მერს ბორის ჯონსონს აქვს.
ტერეზა მეი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია მაისში გავრცელდა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის პოსტი მან 2016 წელს, დევიდ ქემერონის გადადგომის შემდეგ დაიკავა. დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია.