საუდის არაბეთში 18 წლის ბიჭს სიკვდილით დასჯა ემუქრება. ის 13 წლისა ჯერ კიდევ 2013 წელს დააკავეს. ამის შესახებ Businessinsider-ი წერს.
დაკავების მიზეზი კი საპროტესტო აქციაში მონაწილეობაა. მოზარდი თავის თანატოლებთან ერთად უსამართლობას აპროტესტებდა. კერძოდ, კი მისი ძმა 2012 წელს პოლიციამ მოკლა.
არასრულწლოვანი 5 წლის განმავლობაში ციხეში იყო. მურაჯა კურეისისს სიკვდილით დასჯა ახლა ემუქრება, რადგან ის 18 წლის ანუ სრულწლოვანი ხდება.
მომხდარის გამო, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები შეშფოთებულები არიან.