ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანაში ისევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს. ინფორმაციას გამოცემა Hill-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, თეთრი სახლის ლიდერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მექსიკისთვის ტარიფების გაფართოების მიზნით სურს. მკაცრ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მექსიკის საზღვარზე არსებული მდგომარეობით ხსნის და ამბობს, რომ არალეგალური მიგრაციისა და ნარკოტიკების კონტრაბანდისტების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებაა აუცილებელი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მექსიკაში აშშ-სკენ მიმავალი მიგრანტების ქარავანი შეაჩერეს. მექსიკამ ქვეყნის სამხრეთით, გვატემალასთან საერთო საზღვარზე ეროვნული გვარდიის ექვსი ათასამდე სამხედრო განალაგა. უსაფრთხოების გაძლიერება ქვეყანაში არალეგალური გზით მიგრანტების ნაკადის შემცირებას ისახავს მიზნად.
პარალელურად, ვაშინგტონში აშშ-სა და მექსიკას შორის მოლაპარაკებები იმართება. მთავარი თემა მექსიკურ საქონელზე ტარიფების დაწესება და არალეგალური მიგრაციაა.
რამდენიმე დღის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ 10 ივნისიდან მექსიკიდან ყველაზე საქონელზე 5%-იანი ტარიფი დაწესდება, რომელიც ყოველთვე 5%-ით გაიზრდება, სანამ ის 25%-ს არ მიაღწევს.