ტერეზა მეი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტს დღეს დატოვებს, თუმცა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე თავისი შემცვლელის დასახელებამდე დარჩება. ამის შესახებ BBC წერს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ორი კვირის წინ განაცხადა. მისი განმარტებით, მიზეზი Brexit-ის შეთანხმების ვერ მიღწევა გახდა.
გამოცემის ინფორმაციით, პარტიის ლიდერის და სავარაუდოდ პრემიერმინისტრის პოსტზეც მეის ჩანაცვლება პარტიის 11 წევრს სურს. პარტიის ახალი ლიდერის ვინაობა 22 ივლისიდან გაირკვევა.
ტერეზა მეი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია მაისში გავრცელდა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის პოსტი მან 2016 წელს, დევიდ ქემერონის გადადგომის შემდეგ დაიკავა. დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია.