სამხრეთ აფრიკის კრუგერის ეროვნული პარკიდან ლომების ჯგუფი გაიქცა. BBC-ის ცნობით, 14 ლომი მოზამბიკის საზღვართან ახლოს დააფიქსირეს.
ამ დროისთვის რეინჯერები ცხოველების დაჭერასა და პარკში დაბრუნებას ცდილობენ. ლიმპოპოს პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეები საფრთხის შესახებ უკვე გააფრთხილეს.
კრუგერის ეროვნული პარკი აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკია, რომელიც 19,485 კვ.კმ ტერიტორიას ფარავს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოახერხეს ლომებმა ტერიტორიის დატოვება.