"ეი, გოგო, მთელი წერეთელი რომ გადაგიკეტავს, 200-ლარიანი ჯარიმის ღირსი ხარ“, - რატომ დაემუქრა საპატრულო პოლიცია მოქალაქეს

„ეი, გოგო, აქ მთელი წერეთელი რომ გადაგიკეტავს, 200 ლარიანი ჯარიმის ღირსი ხარ“, - დასახმარებლად გამოძახებულმა პატრულის თანამშრომელმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ქალს უხეშად მიმართა.

როგორც მოქალაქე თამუნა ციხისელი "2020NEWS“-თან ჰყვება, მას ვანის ქუჩისა და წერეთლის კვეთაზე, სკრინინგცეტრის მოპირდაპირე მხარეს ავტომანქანა გაუფუჭდა. ვინაიდან ის მხოლოდ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა მესამე ხაზიდან პირველ ხაზში ავტომანქანის  გადაყვანა ვერ შეძლო, რის გამოც შეიქმნა საცობი. თამარ ციხისელმა დახმარებისთვის სრულიად კანონიერი გზა გამოიყენა, დარეკა 112-ში და დახმარება ითხოვა. შესაბამისად საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახა. 1 საათიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ მორიგი ზარი განახორციელა. დიდი ხნის ლოდის შემდეგ პატრულის თანამშრომელი მას დახმარების სანაცვლოდ ჯარიმის გამოწერით დაემუქრა. თან უხეშად მიმართავდა და საყვედურობდა საცობის შექმნის გამო.

„მესამე ხაზიდან პირველ ხაზში ფიზიკურად არ შემეძლო მანქანა გადამეწია. შევქმენი საცობი. მაშინვე დავრეკე 112-ში და ვუთხარი ჩემი პრობლემის შესახებ - ქალი ვარ საჭესთან და ძალიან გთხოვთ, პატრულის ეკიპაჟი როგორმე დამეხმაროს, რომ მანქანა სავალი ადგილიდან გადამაყვანინოს, რადგან მოძრაობას ხელს ვუშლი მეთქი. 1 საათი ველოდე. რომ აღარ გამოჩნდნენ ხელმეორედ გადავრეკე, ვიკითხე, ნამდვილად მოვა მეთქი? დასუფთავების თანამშრომლები იყვნენ იქვე და შემომთავაზეს, მანქანას გადაგაყენებინებთო. მე ისიც არ ვიცოდი, გადაყენების უფლება მქონდა თუ არა, ვინაიდან 112-დან მყავდა გამოძახებული. მეორედ გადავრეკე, დამეზუსტებინა ნამდვილად მოდიოდნენ თუ არა. 15 წუთის შემდეგ როგორც იქნა მოვიდა ეკიპაჟი ნომრით 73 09. გადმოდის ადამიანი, არც წარმომიდგინა თავი, არც კამერა ჰქონდა ჩართული და ძველბიჭური ტონით მეუბნება: „გოგო, აქ მთელი წერეთელი რომ გადაგიკეტავს, იცი რისი ღირსი ხარ? 200 ლარიანი ჯარიმა რომ გამოგიწერო“.

ვეუბნები, მე 112-ში დავრეკე იმისთვის, რომ ვინმე დამხმარებოდა. თუ დასაჯარიმებელი ვარ, დამაჯარიმეთ მეთქი, არ არის პრობლემა, მაგრამ მე იმის გამო დავრეკე, რომ არავინ მყავდა დამხმარე და მე ვერ გადავიყვანდი გზის სავალი ნაწილიდან.  ბევრს ნუ მელაპარაკები, იყო უხეში პასუხი, ჩემს პასუხზე, კატეგორიულად მოითხოვეს ჩავმჯდარიყავი მანქანაში და მემოქმედა ისე, როგორც ისინი მეტყოდნენ“, - ჰყვება თამუნა ციხისელი სააგენტოსთან.

გარდა ამისა, როგორც თამუნა ციხისელი ჰყვება, პატრულის თანამშრომელმა უხეშად მიმართა მის არასრულწლოვან შვილს.

„ჩემს არასრუწლოვან შვილს ეუბნება, გადმოდი მანქანიდან, ხომ ხედავ, რომ წონას უმატებ და ხელს გვიშლიო. ბავშვი გადმოვიდა მანქანიდან და სანამ პატრულის ეკიპაჟი არ წავიდა, თვალი ვერ მოვკარი, ხეს იყო ამოფარებული. ავტობუსის სადგომთან, ზუსტად 5 მეტრში დამაყენებინეს მანქანა.

კანონი ვიცი, 112-ზე როდესაც რეკავ, ჯარიმა არ იწერება. მე შეგნებულად რომ გამეჩერებინა მანქანა, დასაჯარიმებელი ვიქნებოდი, მაგრამ ეს ხომ გაუთვალისწინებელი იყო, მანქანას ისეთი ნაწილი გაუფუჭდა, მილიონში ერთს რომ უფუჭდება.

სანამ წავიდოდნენ, მივუტანე მართვის მოწმობა, მინდოდა ჯარიმა გამოეწერა, მერე უფრო მექნებოდა შესადავებელი. ბოლოს რომ ვუთხარი, ჯარიმას არ მიწერ მეთქი? ასეთი რამ მითხრა: „არა, არ გიწერ, ჩემს სინდისზე ვიტოვებო“. დაქოქა მანქანა და წავიდა“, - ჰყვება თამუნა ციხისელი.

როგორც თამუნა ციხისელი „2020NEWS“-თან აცხადებს, ამ შემთხვევას ასაჯაროვებს იმ მოტივით, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, იმ შემთხვევაში თუ დახმარების აღმოჩენა დასჭირდებათ, შესაძლოა, მათ დახმარების ნაცვლად საპატრულო პოლიციისგან შეურაცხყოფა და მუქარა მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა გუშინ, 5 ივნისს, წერეთლის გამზირზე დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა.

თამარ ციხისელი საპატრულო ეკიპაჟის ქმედებაზე შს სამინისტროს გენერალური ინსპექციისგან შესაბამის რეაგირებას მოითხოვს.

სოციალისტი თამუნა, უდაბნოში იყავი?! დარწმუნებული ვარ ვინც შენს გამო საცობში მოხვად, შენს უკან მდგომი მამაკაცები ნამდვილად დაგეხმარბოდნენ და გადაგაწევინებდნენ მანქანას ქუჩის კიდეში. რაც მოხდა მხოლოდ შენი მარაკვეცობის გამო მოხდა! ძალიან ცუდად გახასიათებს ეს შემთხვევა და მერე წერილიც.
5 წლის უკან
თამაზი საინტერესოა, მართლა მოხდა ეს მომენტი?
5 წლის უკან
თამაზი საინტერესოა, მართლა მოხდა ეს მომენტი?
5 წლის უკან
გრიგორი მე ვფიქრობ პროვოკაციისათვის დარეკე 112-ში , თორემ არა მგონია იქ 2-3 კაცი არ აღმოჩენილიყო, რომლებიც მანქანასდ გადაგაყენებინებდნენ !
5 წლის უკან