სუდანის ხელისუფლება უარყოფს, რომ საპროტესტო აქციებზე სამხედროების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად სულ ცოტა 100 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა მხოლოდ 46-ია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ოპოზიციის მხარდამჭერი ექიმები კი გუშინ აცხადებდნენ, რომ სამხედროების მიერ ცეცხლის გახსნას სულ ცოტა 100 დემონსტრანტი ემსხვერპლა. მათი თქმით, 40-მდე ცხედარი მდინარიდან ამოიყვანეს.
4 ივნისს გაეროს, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ძალისხმევის მიუხედავად, სუდანში ოპოზიციასა და სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსულ სამხედროებს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა.
სუდანში ალ-ბაშირის საწინააღმდეგო მასობრივი საპროტესტო აქციები 6-7 აპრილიდან დაიწყო. 11 აპრილს სუდანის არმიამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოაწყო და 30-წლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი დააკავა. მას შემდეგ სუდანს სამხედრო საბჭო მართავს.